ტოჩინოშინის მეორე ბრძოლა იანვრის ბაშოზე - მარცხი იორიკირით [ვიდეო] #1TVSPORT

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ (ტოჩნოშინი) იანვრის ბაშოზე მეორე შეხვედრა გამართა. მისი მოწინააღმდეგე მე-14 მაეგაშირა იჩიამამოტო იყო.

ტოჩინოშინმა თავიდანვე აქტიურად შეუტია, თუმცა მავაშში ხელის ჩავლება ვერ მოახერხა, სამაგიეროდ მეტოქეს მისცა ქამარში ჩაბღაუჭების საშუალება, რითაც კარგად ისარგებლა იჩიაიამამოტომ და იორიკირის ილეთით გაიმარჯვა.

ორი დღის შემდეგ ლევან გორგაძეს თითო მოგება-წაგება აქვს. შემდეგ ბრძოლას 11 იანვარს მე-15 მაეგაშირა ვაკამოტოჰარუს წინააღმდეგ გამართავს.