აკი ბაშოზე ქართველმა სეკიტორიმ ლევან გორგაძემ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. სუპერტურნირის მე-10 დღეს მისი მეტოქე მეხუთე მაეგაშირა ჩიოტარიუ იყო, რომელსაც ლევანი აქამდე ცხრაჯერ შეხვედროდა, საიდანაც მხოლოდ ორი შეხვედრა დათმო.
ბრძოლა დაძაბული გამოდგა – ლევანმა ცალი ხელით მავაშიში ჩავლება ბრძოლის დასაწყისშივე აიღო, თუმცა იგივე მეტოქემაც მოახერხა და სეკიტორები გარკვეული დროის მანძილზე უპირატესობის მოსაპოვებლად დოჰიოს ცენტრში იბრძოდნენ. საბოლოოდ, ტოჩინოშინმა იმძლავრა და მეტოქე დოჰიოდან გაიყვანა.
ქართველის ანგარიშზე ხუთი გამარჯვება და ამდენივე მარცხია. დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დასაფიქსირებლად და ოძეკის რანგის შესანარჩუნებლად, გორგაძეს დარჩენილი ხუთიდან მინიმუმ სამი ბრძოლის მოგება სჭირდება.