ტოჩინოშინმა ტამავაში მავაშით დაიჭირა და მეექვსე გამარჯვება მოიპოვა (ვიდეო)

შემოდგომის სუპერტურნირის ბოლოსწინა დღეს პრინციპულ მეტოქეს მოუგო ლევან გორგაძემ. მის წინააღმდეგ გამოცდილი მონღოლი რიკიში ტამავაში იყო, რომელსაც ქართველი დიდი ხანია თითქმის ყველა შეჯიბრებაზე ხვდება, ურთიერთშეხვედრებში 21:11-ს უგებს, დოჰიოს მიღმა კი მეგობრობაც აკავშირებს.

ბრძოლას ორივე მებრძოლი გარანტირებული უარყოფითი ბალანსით შეხვდა, ქართველიც და მონღოლიც შემდეგ ბაშოზე წოდებაში დაქვეითდებიან.

ტოჩინოშინმა ტამავაშის შეჯახებისთანავე აგრძნობინა უპირატესობა, მავაშიც აიღო და მისთვის დამახასიათებელი იორიკირის ილეთით გაიყვანა დოჰიოდან.

აკი ბაშოს დასრულებამდე 1 დღე რჩება, ტოჩინოშინის ბალანსი 6-8-ზეა.