იანვრის ბაშოს მე-13 დღეს ქართველი სუმოისტის, ტოჩინოშინის (ლევან გორგაძე) მეტოქე მე-13 მაეგაშირა ჩიომარუ იყო. ლევანს ამ ბაშოზე უკვე 7 წაგება დაუგროვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დარჩენილი ორთაბრძოლები მისთვის ყველა ფინალივითაა.
ჩიომარუსთან შეხვედრა ქართველმა თავიდანვე აგრესიულად დაიწყო და საბოლოოდ იორიკირის ილეთით მოიგო.
ამრიგად, ტოჩინოშინს 6 მოგება და 7 წაგება აქვს. მისი მომდევნო მეტოქე მე-4 მაეგაშირა ოკინოუმი იქნება.