ტოჩინოშინის გამარჯვება მძიმე ბრძოლაში, მისი საყვარელი ილეთით (ვიდეო)

2021 წლის პირველ სუპერტურნირზე მეორე შეხვედრა მოიგო ლევან გორგაძემ. ტოჩინოშინმა უმძიმეს ორთაბრძოლაში აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირა შოთა ენდო დაამარცხა და მოგება-წაგების ბალანსი გაათანაბრა.

ლევანმა გამოცდილი მეტოქის წინააღმდეგ კვლავ მძლავრი კაჩიაგე (იდაყვი) გამოიყენა, თუმცა გადამწყვეტი უპირატესობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც ენდოს აქტიურობის გამო დოჰიოს კიდესთან აღმოჩნდა. ტოჩინოშინმა ურთულესი მდგომარეობიდან გამოსვლა დიდი ფიზიკური ძალის ხარჯზე მოახერხა. ორთაბრძოლა შემოატრიალა და მეტოქე იორიკირის ილეთით „გადადგა“ დოჰიოს მიღმა.

ბაშოს მე-5 დღეს ლევან გორგაძის მეტოქე ოძეკი ასანოიამა იქნება.