ჰაცუ ბაშოს მესამე დღეს ისევ წააგო ტოჩინოშინმა. ქართველის მეტოქე ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, სეკივაკე ტერუნოფუჯი იყო, რომელიც ლევანს ურთიერთშეხვედრებში 11-ით 2-ს უგებს.
მონღოლმა შეჯახებისთანავე მოიპოვა უპირატესობა და ფიზიკური ძალის ხარჯზე გაიყვანა მეტოქე დოჰიოდან.
ტოჩინოშინს 3 დღის შემდეგ 1 მოგება და 2 მარცხი დაუგროვდა. ხვალ ლევან გორგაძის მეტოქე იაპონელი მე-3 მაეგაშირა შოთა ენდო იქნება.