ნაცუ ბაშოს მე-3 დღეს მეორე მარცხი განიცადა ლევან გორგაძემ. ქართველი სეკიტორის მეტოქე მისი ვიზავი, ასევე მე-7 მაეგაშირას რანგის მქონე ტაკარაფუჯი იყო, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში ლევანი 13-9-ს უგებდა, თუმცა ამჯერად ექს-ოძეკიმ წარმატების მიღწევა ვერ მოახერხა.
ტოჩინოშინმა შეჯახებისთანავე სცადა მეტოქის მავაშის აღება, თუმცა ტაკარაფუჯიმ თავი კარგად დაიცვა, ქართველს წონასწორობა დააკარგვინა და კონტრშეტევა წამოიწყო, რის შედეგადაც ტოჩინოშინი დოჰიოს კიდესთან აღმოჩნდა და თავის შემაგრება ვეღარ მოახერხა.
ლევან გორგაძემ მაისის სუპერტურნირზე მეორედ წააგო და მინიმალური უარყოფითი ბალანსი აქვს – 1 მოგება და 2 მარცხი. ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მე-6 მაეგაშირა ჰიდონოუმი იქნება.