ტოჩინოშინი ტაკაკეიშოსთან დამარცხდა | კიუშუ ბაშო
ტოჩინოშინი ტაკაკეიშოსთან დამარცხდა | კიუშუ ბაშო

კიუშუ ბაშოს მეცხრე დღეს ქართველი სეკიტორი ტოჩინოშინი კიუშუ ბაშოს ერთ-ერთ ლიდერს, იაპონელ კომოსუბის, ტაკაკეიშოს დაუპირისპირდა.

ამ ბრძოლამდე იაპონელის ანგარიშზე შვიდი გამარჯვება და ერთადერთი მარცხი იყო. რიკიშები ერთმანეთს აქამდე ხუთჯერ შეხვედროდნენ და ოთხი ორთაბრძოლა ტაკაკეიშოს გამარჯვებით დასრულდა.

ქართველმა სეკიტორმა, რომელიც ბაშოს ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრებოდა ჩემპიონობის შანსი ნაადრევად დაკარგა და ამ ეტაპზე მისი მთავარი მიზანი ტურნირის დადებითი ბალანსით დასრულებაა. კიუშუ ბაშოზე უარყოფითი ბალანსის შემთხვევაშიც ლევანს ოძეკის ტიტულის დაკარგვა არ ემუქრება, თუმცა შემდეგ ბაშოზე მას აუცილებლად დასჭირდება მინიმუმ 8 გამარჯვება. წლის ბოლო სუპერტურნირის დასრულებამდე 6 დღე რჩება.

შემდეგ ორთაბრძოლას ტოჩინოშინი ხვალ სეკივაკე იჩინოჯოს წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელიც ცუდ ფორმაშია და უკვე გარანტირებული აქვს უარყოფითი ბალანსი.