აკი ბაშოს მე-13 დღეს ლევან გორგაძე იაპონელ შოდაის დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. ტოჩინოშინს კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსის) მოპოვებისთვის მოგება სჭირდებოდა და დასახულ მიზანს დღეს ვერ მიაღწია. ამ ბრძოლამდე შოდაის ანგარიშზე რვა გამარჯვება და ხუთი მარცხი იყო.
შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინმა უმძიმესი ხელის ტრავმა სწორედ შოდაისთან დაპირისპირებისას მიიღო.
ბრძოლა ძალიან დაძაბული გამოდგა. რიკიშები ერთმანეთს დოჰიოს ცენტრში შეერკინენ და უპირატესობის მოპოვებას ცდილობდნენ. ლევანმა მძლავრი მიძალებით მეტოქე დოჰიოს კიდესთან მიიყვანა, თუმცა შოდაიმ იგი ტექნიკური ილეთით წააქცია და გამარჯვება მოიპოვა.
ტოჩინოშინის ანგარიშზე შვიდი გამარჯვება და ექვსი მარცხია.
ჯურიო დივიზიონში ორთაბრძოლა დათმო გაგამარუმაც, რომელიც იაპონელ კოტოეკოს ხვდებოდა. მის ბალანსზე ექვსი გამარჯვება და შვიდი მარცხია. ჯურიო დივიზონში ადგილის შენარჩუნებისთვის მასაც კაჩი-კოში სჭირდება.