ტოკიოში 2022 წლის პირველი ბაშო მიმდინარეობს. შეჯიბრის მეოთხე დღეს ლევან გორგაძე კაისეის დაუპირისპირდა.
სამწუხაროდ, ქართველმა სუმოისტმა შეხვედრა იორიკირის ილეთით წააგო.
ტოჩინოშინის ანგარიშზე ახლა ერთი მოგება და სამი მარცხია, რაც დადებითი ბალანსის მისაღწევად საკმაოდ არახელსაყრელი სტარტია.
ჰაცუ ბაშოს მეხუთე საჭიდაო დღეს ლევან გორგაძის მეტოქე მე-17 მაეგაშირა კოტოეკო იქნება.