ტოკიოს „რიოგოკუ კოკუგიკანში“ წლის პირველმა სუპერტურნირმა აიღო სტარტი. მას მერე, რაც დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოს COVID-19 დაუდგინდა, იაპონიის სუმოს ასოციაციამ გადაწყვიტა, სუმოისტთა საყოველთაო შემოწმება ჩაეტარებინა, რის გამოც ბაშოს პირველი ორი დღის გრაფიკი ტრადიციული პარასკევის ნაცვლად შაბათს გამოქვეყნდა.
ტრამვების, უფრო მეტად კი COVID-19 თან ახლო კონტაქტის გამო ბაშოს სტარტს და ალბათ, მთელ ტურნირსაც გამოტოვებენ: ჰაკუჰო, კაკურიუ, ვაკატაკაკაგე, ჩიონოკუნი, ჩიოტაირიუ, ჩიოშიმა, კაისეი, იშიურა, ჩიომარუ, ჩიონოო, ენჰო, კიოკუშუჰო, ვაკამოტაჰარუ, ჩიოოტორი, კიოკუტაისეი და ჩიონოუმი.
ასე რომ, ელიტაში 21 წყვილის ნაცვლად პირველ დღეს დოჰიოზე მხოლოდ 18 წყვილი ავა.
ტოჩინოშინი ბაშოს მე-4 მაეგაშირა ტამავაშისთან ორთაბრძოლით დაიწყებს. 36 წლის მონღოლი ქართველი სუმოისტისთვის კარგად ნაცნობია – 21:12 ტოჩინოშინის სასარგებლოდ. მეორე დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-5 მაეგაშირა ოკინოუმი იქნება, 35 წლის იაპონელს ტოჩინოშინი ურთიერთშეხვედრებში 9:7-ს უგებს.
შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინს ნოემბერში წარმატებული ბაშო ჰქონდა (9-6 ბალანსი) და აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა გახდა (მე-7 იყო). 33 წლის ქართველი სუმოისტისთვის ჰაცუ ბაშო, რომელიც 10-24 იანვარს ტოკიოშია დაგეგმილი, კარიერაში 88-ე იქნება, რომელთაგანაც ელიტაში 67 გაუმართია.