ნოემბრის ბაშოზე ტრავმის გამო გაცდენილი რამდენიმე დღის შემდეგ ქართველი მე-13 მაეგაშირა ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ბაშოზე გამარჯვებით დაბრუნდა.
ქართველის მეტოქე მე-14 მაეგაშირა კაგაიაკი იყო. ლევანმა თავიდანვე აქტიურად შეუტია, უპირატესობას დაეუფლა, დოჰიოს კიდესთანაც მიიყვანა და საბოლოოდ იორიკირის ილეთით გაიყვანა არენის მიღმა.
ამრიგად, ტოჩიმ ბაშოზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ტურნირის მე-6 დღეს მისი მეტოქე მე-14 მაეგაშირა ჩიონოკუნი იქნება, ვისაც ტოჩინოშინი აქამდე 10-ჯერ შეხვდა და 9 ორთაბრძოლა მოუგო.