ქართველი სუმოისტი, ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) აკის ბაშოს მეოთხე დღეს დასავლეთის მე-10 მაეგაშირას, მიოგირიუს დაუპირისპირდა და ტოკიოს სუპერტურნირზე ზედიზედ მესამედ დამარცხდა.
მებრძოლთა შეჯახების დროს ტოჩინოშინის მეტოქემ უკეთესი პოზიცია მოიპოვა, რის შემდეგაც ლევანის დოჰიოდან გადაყვანა არ გასჭირვებია.
მიოგირიუ შემოდგომის ბაშოზე შესანიშნავად გამოიყურება და ჯერჯერობით, დაუმარცხებელია. მას 4-დან 4 ბრძოლაში გამარჯვება აქვს მოპოვებული.
რაც შეეხება ტოჩინოშინს, მისთვის ეს ზედიზედ მესამე მარცხია და მოგება-წაგებათა ბალანსი 1-3-ზე აქვს. ხვალ მისი მეტოქე მე-10 მაეგაშირა ჩიოტაირიუ იქნება, რომელსაც გორგაძის მსგავსად, 1 მოგება და 3 მარცხი აქვს.