ტოჩინოშინი აბისთან დამარცხდა - გაგამარუ იჩიამამოტოსთან
ტოჩინოშინი აბისთან დამარცხდა - გაგამარუ იჩიამამოტოსთან

წლის მეხუთე სუპერტურნირის აკი ბაშოს მეოთხე დღე წარუმატებელი გამოდგა ორივე ქართველი სეკიტორისთვის.

ტოჩინოშინის მეტოქე კომოსუბი აბი იყო. ქართველმა თითქოს მოწინააღმდეგეს აჯობა და ის დოჰიოდან გადააგდო, მაგრამ როდესაც მსაჯებმა შერკინების კადრები გამეორებით იხილეს, გადაწყვიტეს, რომ ლევანმა აბის თმაში მოქაჩა და ამისთვის დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ტოჩინოშინის ბალანსზე ახლა ერთი გამარჯვება და სამი მარცხია. მისი მომდევნო მეტოქე მესამე მაეგაშირა ტომოკაძე იქნება.


თეიმურაზ ჯუღელი იჩიამამოტოს შეხვდა და საკუთარი ორთაბრძოლა მანაც დათმო. გაგამარუზე საგრძნობლად სხარტი მეტოქე დისტანციას კარგად იცავდა და ქართველს ჩავლების აღების საშუალება არ მისცა. საბოლოოდ, მეცხრე მაეგაშირამ შიტატედაშინაგეს ილეთით მოიგო. ჯუღელის ანგარიშზე ორი გამარჯვება და ამდენივე მარცხია. მას ჯურიოში ადგილის შესანარჩუნებლად მინიმუმ ოთხი გამარჯვება სჭირდება.