თითო მოგება და წაგება ნაგოია ბაშოზე - ტოჩინოშინი ოკინოუმისთან დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

იაპონიის ქალაქ ნაგოიაში ივლისის ბაშოს მეორე საშეჯიბრო დღე მიმდინარეობს. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) ჰოკუტოფუჯის დამარცხების შემდეგ, მე-7 მაეგაშირა ოკინოუმის დაუპირისპირდა, რომელთანაც 11 ბრძოლა ჰქონდა მოგებული.

ამჯერად გამარჯვება ოკინოუმის დარჩა, რომელმაც ტოჩინოშინს ორივე ხელით ქამარში ჩაჭიდების საშუალება არ მისცა. თავად კი თავიდანვე კარგად შეუტია და ქართველი სუმოისტი დოჰიოდან გაიყვანა.

ტოჩინოშინს ნაგოია ბაშოზე 2-დან 1 ბრძოლა აქვს მოპოვებული. ხვალ, 12 ივლისს მისი მეტოქე მე-9 მაეგაშირა შიმანოუმი იქნება.