თინათინ ბერძენიშვილი - დღეს არის ნამდვილად ისტორიული დღე, რადგან ტელევიზიის 64-ე დაბადების დღეზე პირველი არხის ახალი შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო
თინათინ ბერძენიშვილი - დღეს არის ნამდვილად ისტორიული დღე, რადგან ტელევიზიის 64-ე დაბადების დღეზე პირველი არხის ახალი შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

დღეს არის ნამდვილად ისტორიული დღე, რადგან ტელევიზიის 64-ე დაბადების დღეზე საქართველოს პირველი არხის ახალი შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა.

„ჩვენი ყველაზე დიდი ძალა არის სიტყვა. ამიტომ შევაგროვეთ ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები და ჩავუშვით სიმბოლურად კაფსულაში. ზუსტად ვიცი, რომ ეს პროცესი იქნება წარმატებული. პირველი არხის მომავალი წლის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე, ჩვენი სლოგანია „უყურე და უსმინე ქართულს“. მიხარია, რომ ვთანამშრომლობთ ძალიან კარგ ქართულ კომპანიებთან. ძალიან გაგვიმართლა პარტნიორებთან. მიხარია, რომ ეს პროცესი პირველმაარხელებმა და ყველამ ერთად დავიწყეთ. პანდემიის დროსაც მოვახერხეთ სიმბოლური ღონისძიების მოწყობა და სიმბოლური გზავნილების გაგზავნა“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

საქართველოს პირველი არხის ახალი შენობის საძირკველში დღეს სიმბოლური კაფსულა ჩაიდო.