თინა ბოკუჩავა - როცა ადამიანი იბრძვის გულითა და შემართებით, სიმართლე და კანონი მის მხარეს არის
თინა ბოკუჩავა - როცა ადამიანი იბრძვის გულითა და შემართებით, სიმართლე და კანონი მის მხარეს არის

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ პოლიციელმა მისი შეჩერება თითების გადაგრეხით სცადა.

თინა ბოკუჩავა საჯარო ბიბლიოთეკასთან აქციაზე იმყოფებოდა და შენობაში შესვლას ცდილობდა.

„ეტყობა, ქალების მიმართ განსხვავებული მოპყრობის წესები აქვთ და ისე ცდილობენ დაგაზიანონ, რომ არ გამოჩნდეს და ხელების გადაგრეხის ნაცვლად, ეცადნენ, თითების გადაგრეხით მომრეოდნენ. როცა ადამიანი იბრძვის გულითა და შემართებით, სიმართლე და კანონი მის მხარეს არის, იდეალისტია და ივანიშვილის მონებივით ფულის გამო არ არის აქ მოსული და ვერ გააჩერებ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.