თინა ბოკუჩავა - ჩვენთვის პრინციპულია, ნებისმიერი შეთანხმება ეხებოდეს არა მხოლოდ საარჩევნო სისტემას, არამედ პოლიტპატიმრებსა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტას
თინა ბოკუჩავა - ჩვენთვის პრინციპულია, ნებისმიერი შეთანხმება ეხებოდეს არა მხოლოდ საარჩევნო სისტემას, არამედ პოლიტპატიმრებსა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტას

„ქართული იცნება“ ე.წ. 40 პროცენტიან ჩამკეტზე საუბრობს, მაგრამ ამ ჩამკეტის რეალურ ციფრებში გადმოთარგმნა არ სურს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა თინა ბოკუჩავამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პრინციპულია, ნებისმიერი შეთანხმება ეხებოდეს არა მხოლოდ საარჩევნო სისტემას, არამედ პოლიტპატიმრებსა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტას.

„გუშინ გაკეთებულ განცხადებაში ჩვენ მოვისმინეთ, რომ „ქართული იცნება“ საუბრობს რაღაც ე.წ. 40-პროცენტიან ჩამკეტზე, მაგრამ არ სურს ამ 40-პროცენტიანი ჩამკეტის რეალურ ციფრებში გადმოთაგრგმნა, რაც მოგვცემდა მარტივ, განჭვრეტად საარჩევნო სისტემას, რომლის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობაც ხელისუფლებას არ დარჩებოდა. ამიტომ თუ ისინი იქნებიან მზად ერთის მხრივ, რომ ეს ე.წ. 40-პროცენტიანი ჩამკეტი გადათარგმონ კონკრეტულ ციფრებში, თუ ამაზე იქნება ერთიანი ოპოზიციური პოზიცია, ჩემი აზრით, მხოლოდ შემდგომ შეიძლება ვიმსჯელოთ იმ საკითხებზე, რომელსაც თქვენ წარმოაჩენთ. შემიძლია კიდევ ერთხელ ვთქვა ჩემი პოლიტიკური გუნდის პოზიცია, რომ ჩვენთვის პრინციპულია, ნებისმიერი შეთანხმება ეხებოდეს არა მხოლოდ საარჩევნო სისტემას, ასევე ეხებოდეს არსებულ პოლიტპატიმრებს, ისევე როგორც პოლიტიკური დევნის შეწყვეტას“ ,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ 130/20-ზე პროპორციულობის პრინციპს თუ დაეთანხმება, პოლიტპატიმრები თვითონ მოუწოდებენ ციხიდან ოპოზიციას, რომ მას დათანხმდეს.