ავსტრიელმა ჩოგბურთელმა დომინიკ ტიმმა დაადასტურა, რომ მიიღებს მონაწილეობას აშშ-ის ღია პირველობაში, არადა, ადრე ეჭვს გამოთქვამდა ამერიკულ ტურნირებში გამოსვლის შესაძლებლობაზე.
გარდა ამისა, 26 წლის ჩოგბურთელმა გამოაცხადა, რომ აშშ-ის ღიამდე ითამაშებს ცინცინატის „მასტერსში”, რომელიც 22 აგვისტოს დაიწყება.
„ცინცინატი პირველი ტურნირია, რომელში მონაწილეობაც დავგეგმე, – განაცხადა ტიმმა. – მოხარული ვარ, რომ სეზონი განახლდება. ეს პირველი ნაბიჯია ნორმალური ცხოვრებისკენ”.
აშშ-ის ღია პირველობა 31 აგვისტოდან 13 სექტემბრამდე ნიუ იორკში გაიმართება.
დღეისთვის ტიმი მესამე ადგილზეა ATP-ის რეიტინგში. მას კარიერაში ერთეულებში 16 ტურნირი აქვს მოგებული.