ტიმი - ფედერერთან ფინალში თამაში სასიამოვნო იყო
ტიმი - ფედერერთან ფინალში თამაში სასიამოვნო იყო

ავსტრიელმა ჩოგბურთელმა დომინიკ ტიმმა ინდიან უელსის ტურნირის მოგების შემდეგ საკუთარ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.

მსოფლიოს მერვე ჩოგანმა ფინალში სამ სეტში დაამარცხა შვეიცარიელი როჯერ ფედერერი – 3:6, 6:3, 7:5. ტიმმა კარიერაში პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (АТР) მეთერთმეტე ტიტული მოიგო, მასტერსი კი პირველი.

„როჯერთან თამაში ფინალში ძალიან სასიამოვნო იყო“, – ციტირებს ტიმს პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის ოფიციალური გვერდი. – „მე ზედიზედ ორი მასტერსის ფინალი მქონდა წაგებული, მაგრამ ამჯერად გავიმარჯვე და ძალიან მოხარული ვარ. ეს განცდა დიდი სლემის ტურნირის მოგების ტოლფასია. ეს საუკეთესო კვირა იყო. ფინალიც ძალიან კარგი და სანახაობრივი გამოვიდა. გასაკვირია, რომ მე მიმდინარე წელს პირველად ტიტული აქ მოვიგე, მე არ ვარ იდეალურ ფორმაში, მაგრამ ბოლომდე დავიხარჯე და შედეგმაც არ დააყოვნა. მე ჩემპიონი ვარ“.