TIME-მა 2023 წლის საუკეთესო ათლეტად ლიონელ მესი დაასახელა #1TVSPORT
TIME-მა 2023 წლის საუკეთესო ათლეტად ლიონელ მესი დაასახელა #1TVSPORT

გამოცემა TIME-მა 2023 წლის მსოფლიოს საუკეთესო ათლეტად ლიონელ მესი დაასახელა. გამოცემა არგენტინელთან დაკავშირებით წერილსაც აქვეყნებს, სადაც მას მოქმედ ფეხბურთელებს შორის უდიდესს უწოდებს.

36 წლის ლიონელ მესი გასულ ზაფხულს ევროპიდან სათამაშოდ ჩრდილოეთ ამერიკაში გადავიდა. მან აშშ-ს საფეხბურთო ლიგის კლუბთან, „ინტერ მაიამისთან“ გააფორმა კონტრაქტი და თავისი სპორტის პოპულარობა რეკორდულად გაზარდა ამ ქვეყანაში.

TIME-ი წლის ადამიანს 1927 წლიდან ასახელებს, ხოლო წლის საუკეთესო ათლეტის დასახელება 2019 წლიდან დაიწყო. მას შემდეგ ეს წოდება მიიღეს:

2019 – აშშ-ს ქალთა საფეხბურთო ნაკრები
2020 – ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი)
2021 – სიმონ ბაილსი (ტანვარჯიში)
2022 – არონ ჯაჯი (ბეისბოლი)

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებთან ერთად 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. მან ასევე მოიპოვა 2023 წლის „ოქროს ბურთი“, რაც მისთვის მერვე იყო კარიერაში.