ტილემანსმა, შესაძლოა, კარიერა „ლივერპულში“ გააგრძელოს #1TVSPORT
ტილემანსმა, შესაძლოა, კარიერა „ლივერპულში“ გააგრძელოს #1TVSPORT

„ლესტერის“ ბელგიელი ნახევარმცველი იური ტილემანსი „ლივერპულის“ სატრანსფერო სამიზნე გახდა, – იტყობინება ინტერნეტ-გამოცემა Het Nieuwsblad.

24 წლის ფეხბურთელმა უნდა შეცვალოს ჯორჯინიო ვეინალდუმი, რომელიც დატოვებს ამ ზაფხულს „ლივერპულს“ და თავისუფალი აგენტი გახდება.

ტილემანსის კონტრაქტი „ლესტერთან“ 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში, მაგრამ ნახევარმცველმა გამოთქვა ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის სურვილი, იმ დროს, როცა მისმა ამჟამინდელმა კლუბმა პრემიერლიგაში მეხუთე ადგილი დაიკავა.

გასულ სეზონში ბელგიელმა ფეხბურთელმა ინგლისის ჩემპიონატში 38 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.