ტიერი ანრი შესაძლოა „ასტონ ვილას“ მწვრთნელი გახდეს
ტიერი ანრი შესაძლოა „ასტონ ვილას“ მწვრთნელი გახდეს

ტიერი ანრიმ პირველი სამწვრთნელო გამოცდილება 2018 წლის მსოფლიო თასზე, ბელგიის ნაკრებში, რობერტო მარტინესის ასისტენტის რანგში მიიღო. ტურნირზე ბელგიამ მე-3 ადგილი დაიკავა.

უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით 40 წლის ფრანგი ბელგიის სამწვრთნელო შტაბს დატოვებს და ინგლისში დაბრუნდება. ანრიმ „ასტონ ვილას“ მენეჯმენტთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია და მომავალი სეზონიდან კლუბის მთავარი მწვრთნელი გახდება.

ოფიციალურ ხელშეკრულებამდე გარკვეული დეტალებია დარჩენილი – კლუბი და ახალი მწვრთნელი ხელფასზე და სატრანსფერო ბიუჯეტზე უნდა შეთანხმდნენ.

„ასტონ ვილას“ ახლა სტივ ბრუსი წვრთნის და თუკი გავრცელებული ინფორმაცია მართალია მის პოზიციას სერიოზული საფრთხე ემუქრება.

„ასტონ ვილა“ ინგლისის რანგით მეორე დივიზიონში, „ჩემფიონშიფში“ ასპარეზობს და „პრემიერ ლიგაში“ დაბრუნების სერიოზული ამბიცია აქვს.

საინტერესოა, რომ „ჩელსის“ ლეგენდა ფრენკ ლამპარდიც „ჩემფიონშიფის“ გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა და „დერბი ქაუნთი“ ჩაიბარა.