„თიბისი ბანკი“ აცხადებს, რომ ანგარიშებზე ყადაღის შესახებ მომხმარებლებს შეტყობინებები არასწორად გაეგზავნათ
„თიბისი ბანკი“ აცხადებს, რომ ანგარიშებზე ყადაღის შესახებ მომხმარებლებს შეტყობინებები არასწორად გაეგზავნათ

„თიბისი ბანკი“ აცხადებს, რომ ანგარიშებზე ყადაღის დადების შესახებ მომხმარებლებს შეტყობინებები არასწორად გაეგზავნათ.

ბანკი განმარტავს, რომ შეტყობინების მიმღებებს ამის შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდეს.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მომხმარებლების ნაწილს „თიბისი ბანკისგან“ არასწორად გაეგზავნა SMS შეტყობინება, ანგარიშებზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებით. საბანკო ანგარიშებზე ამჟამად არანაირი შეზღუდვა არ ვრცელდება და „თიბისიმ“ თითოეულ მომხმარებელს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინდივიდუალურად უკვე მიაწოდა ინფორმაცია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის“, – აცხადებენ ბანკში.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ სიმართლეს არ შეესაბამება „თიბისი ბანკის“ მიერ მომხმარებლებისთვის გაგზავნილი შეტყობინების შინაარსი, თითქოს კომპენსაციის მიმღები პირების საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო.

დატოვე კომენტარი