თიანეთში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე 1940 წელს დაბადებული პირი დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს
თიანეთში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე 1940 წელს დაბადებული პირი დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტაში გასულ ღამეს მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1940 წელს დაბადებული დ.ფ. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა შვილს – 1962 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

პოლიციამ დ.ფ. ცხელ კვალზე დააკავა.

დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.