„ლივერპულისა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ტიაგო ალკანტარამ კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ წერს იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
ესპანელი ფეხბურთელი 33 წლისაა. მისი გადაწყვეტილების მიზეზის შესახებ ჯერ ცნობილი არ არის.
ტიაგო ალკანტარას ბოლო კლუბი იყო „ლივერპული“, რომელიც ამ ზაფხულს დატოვა. კარიერის განმავლობაში ის „ბაიერნსა“ და „ბარსელონაში“ თამაშობდა.
ესპანელის ანგარიშზე ოთხი გამარჯვებაა ლა ლიგაში, შვიდი – ბუნდესლიგაში, ორი – ჩემპიონთა ლიგაზე, ორი – კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე და ორი – უეფა-ს სუპერთასზე.