The Sun - ირლანდიის ფეხბურთის ფედერაცია ვილი სანიოლის პასუხს ელის #1TVSPORT
The Sun - ირლანდიის ფეხბურთის ფედერაცია ვილი სანიოლის პასუხს ელის #1TVSPORT

ირლანდიის ფეხბურთის ფედერაცია გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშნვას არ ჩქარობს, რადგან საფრანგეთის ნაკრების ყოფილი წევრის, ვილი სანიოლის პასუხის ელის, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე გასვლით ქართული ფეხბურთის ისტორია დაწერა, – წერს პოპულარული ბრიტანული გამოცემა The Sun.

„ირლანდიის ფეხბურთის ფედერაცია აჭიანურებს ახალი მწვრთნელის დანიშვნის საკითხს იქამდე, სანამ ვილი სანიოლის პასუხს არ მოისმენენ.

გუნდს უნგრეთსა და პორტუგალიასთან მატჩებში ჯონ ოში უხელმძღვანელებს, რომელიც მთავარ მწვრთნელის მოვალეობას სტივენ კენის წასვლის შემდეგ ასრულებს. ფედერაციის მესვეურები კი გუნდის ახალ დამრიგებლად სანიოლს ხედავენ.

ფრანგი სპეციალისტის მიწვევა ჯერ კიდევ მაშინ სურდათ, სანამ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდოდა. ირლანდიამ შესარჩევ ეტაპზე ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა და ევრო 2024-ის საგზური ვერ მოიპოვა.

47 წლის სანიოლმა ცხრა წელი გაატარა მიუნხენის „ბაიერნში“, ხოლო საფრანგეთის ნაკრებში 58 მატჩი ჩაატარა. სამწვრთნელო კარიერა საფრანგეთში დაიწყო, სადაც მთავარი მწვრთნელი იყო 21-წლამდელთა ნაკრებში, ასევე „ბორდოსა“ და მიუნხენის „ბაიერნში“ მოღვაწეობდა.

2021 წლის თებერვალში მან საქართველოს ნაკრები ჩაიბარა. პლეი ოფში მისმა გაწვრთნილმა გუნდმა საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა, ხოლო ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიას, ჩეხეთსა და თურქეთს შეხვდება“, – წერს ბრიტანული გამოცემა.