თამაზ პერტია - სანიოლმა გუნდი დაალაგა და ეს მაიმედებს, რომ ევრო 2024-ის ჯგუფშიც ნაკრები თავის სიტყვას იტყვის #1TVSPORT
თამაზ პერტია - სანიოლმა გუნდი დაალაგა და ეს მაიმედებს, რომ ევრო 2024-ის ჯგუფშიც ნაკრები თავის სიტყვას იტყვის #1TVSPORT

ლატვიურ „ლიეპაიას“ მთავარმა მწვრთნელმა, თამაზ პერტიამ პირველ არხთან 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების შანსებზე ისაუბრა.

„ჩვენმა ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ საფეხბურთო ერი ვართ. ამაში მე ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი.

ევროპის ჩემპიონატზე გასვლამ უცხოეთში მყოფ ქართველებს ძალიან დიდი სიხარული მოგვიტანა და მხრებში გაგვმართა. მთელი ცხოვრება ვამტკიცებდი, ფეხბურთში ბევრი შეგვეძლო, მაგრამ სულ რაღაც გვიშლიდა ხელს. ახლა ერთი სული მაქვს, ევროპის ჩემპიონატი როდის დაიწყება.

ბიჭებმა პლეი ოფის თამაშებში მაღალი დონის ფეხბურთი აჩვენეს და გამოჩნდა, რომ სანიოლმა გუნდი დაალაგა. ეს მაიმედებს. ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატზე უფრო თავისუფლად ითამაშებენ, თავის სიტყვას იტყვიან და გულშემატკივრებს გაახარებენ“, – განაცხადა პერტიამ.