The Athletic-მა ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარ ფავორიტად „პარი სენ-ჟერმენი“ დაასახელა #1TVSPORT

21:19, 01.09.2026

ავტორიტეტულმა გამოცემამ, The Athletic-მა 2026/2027 წლის ჩემპიონთა ლიგის გათამაშების მოგების მთავარ ფავორიტად „პარი სენ-ჟერმენი“ დაასახელა.

ლუის ენრიკეს გაწვრთნილმა გუნდმა ტიტული 2025 და 2026 წლებში მოიგო. ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა თასის დაუფლება ისტორიაში მხოლოდ სამმა გუნდმა მოახერხა – „ბაიერნმა“, „აიაქსმა“ და მადრიდის „რეალმა“. შესაბამისად, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს ამ მიღწევის გამეორება შეუძლია.

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მოგების 10 მთავარი ფავორიტი The Athletic-ის მიხედვით:

  1. „პარი სენ-ჟერმენი“
  2. „არსენალი“
  3. „ბაიერნი“
  4. „ბარსელონა“
  5. მადრიდის „რეალი“
  6. „მანჩესტერ სიტი“
  7. „ინტერი“
  8. „ლივერპული“
  9. „ატლეტიკო“
  10. „მანჩესტერ იუნაიტედი“

ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი 8 სექტემბერს დაიწყება, ხოლო ტურნირის ფინალი 5 ივნისს მადრიდში, „მეტროპოლიტანოზე“ ჩატარდება.

მსგავსი