ტევესი - რონალდო მესიზე ბევრად მეტს ვარჯიშობს
ტევესი - რონალდო მესიზე ბევრად მეტს ვარჯიშობს

არგენტინის ნაკრებისა უკვე ყოფილმა თავდამსხმელმა – კარლოს ტევესმა Depor.com – თნ საუბარში მესისა და რონალდოს შესახებაც ისაუბრა და მათი ვარჯიშებიც გაიხსენა.

„მე არასდროს არ მინახავს მესი სავარჯიშო დარბაზში. არ დამინახავს, თუ როგორ ვარჯიშობს ის ბურთთან ან ასრულებს სხვა ვარჯიშებს. ეს ყველაფერი მას თავისთავად გამოსდის. რაც შეეხება კრიშტიანოს, ის თითქმის დღის უმეტეს ნაწილს დარბაზში ატარებს. მას უნდა იყოს ყველაზე მაგარი ყველაფერში.ვარჯიში იწყებოდა დილის 9 საათზე, მისვლა შეიძლებოდა უფრო ადრეც. ერთხელ მე მივედი დილის 6 საათზე, ის კი უკვე მისული დამხვდა დარბაზში და ვარჯიშიც კარგა ხნის დაწყებული ჰქონდა. “ – აცხადებს “ბოკა ხუნიორსის” ვეტერანი ფორვარდი.

ტევესს,  ორივე ამ ფეხბურთელთან ერთად უთამაშია. 32 წლის არგენტინელი,  კრიშტიანო რონალდოს თანაგუნდელი „მანჩესტერ იუნატედში” იყო, მესისთან ერთად კი ეროვნულ ნაკრებში ათ წელზე მეტი ითამაშა.

დატოვე კომენტარი