თევდორე მღვდლის ქუჩაზე ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაშავებულ 77 წლის მამაკაცს სხეულის 35 პროცენტი აქვს დამწვარი
თევდორე მღვდლის ქუჩაზე ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაშავებულ 77 წლის მამაკაცს სხეულის 35 პროცენტი აქვს დამწვარი

თევდორე მღვდლის ქუჩაზე ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაშავებულ 77 წლის მამაკაცს სხეულის 35 პროცენტი აქვს დამწვარი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, დაშავებულს აღენიშნება სასუნთქი გზების დაზიანება, თავის დამწვრობა, ასევე ზედა კიდურების დამწვრობა.

„ჩვენს კლინიკაში შემოვიდა 77 წლის მამაკაცი სასწრაფო დახმარების მანქანით. სავარაუდოდ გაზის აფეთქების შედეგად მიიღო საკმაოდ სერიოზული ტრავმა. აღენიშნება 35 პრეოცენტი, მეორე-მესამე ხარისხი. დამწვარი აქვს თავი მთლიანად, ორივე ზემო კიდური, გულმკერდი“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა მძიმეა.

აფეთქება თევდორე მღვდლის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე ცოტა ხნის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. ჩამონგრეულია მეხუთე სართულზე მდებარე საცხოვრებელი ბინის კედლები. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.