თეთრი სახლის პრესმდივანი - უკრაინის ძლიერი მხარდამჭერები ვართ, თუმცა მის წევრობაზე გადაწყვეტილება ნატო-მ უნდა მიიღოს
თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენ ფსაკი აცხადებს, რომ უკრაინა დიდი ხანია, მიისწრაფის ნატო-ს წევრობისკენ და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ამ მისწრაფებას კიევთან განიხილავს.
„ჩვენ მათი ძლიერი მხარდამჭერები ვართ, ჩართული ვართ მათთან, თუმცა ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ნატო-მ უნდა მიიღოს“, – განაცხადა ჯენ ფსაკიმ.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ დონბასში ომის დასრულების გზად ნატო-ს წევრობა დაასახელა და აღნიშნა, რომ კიევისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის – მაპ-ის მინიჭება, რუსეთის რეალური გზავნილი იქნებოდა.