თეთრი სახლის ცნობით, ჯო ბაიდენი ანჯეი დუდასთან სატელეფონო საუბარს გამართავს
თეთრი სახლის ცნობით, ჯო ბაიდენი ანჯეი დუდასთან სატელეფონო საუბარს გამართავს

„სიენენის“ ინფორმაციით, უახლოეს საათებში აშშ-ის პრეზიდენტსა და პოლონეთის პირველ პირს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართება.

თეთრ სახლში ამბობენ, რომ ჯო ბაიდენი ფლობს ინფორმაციას პოლონეთში განვითარებული მოვლენების შესახებ და ამ საკითხთან დაკავშირებით ანჯეი დუდასთან ისაუბრებს.

პოლონეთის უშიშროების საბჭოს საგანაგებო სხდომის დასრულების შემდეგ, პოლონეთის მთავრობის პრესსპიკერმა, პიოტრ მიულერმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან ახლოს მომხდარი აფეთქებების გამო, პოლონეთის მთავრობა ქვეყანაში სამხედრო მზადყოფნის დონეს წევს.