თეთრი სახლი - ჯო ბაიდენი სოციალური ქსელების დიდი გავლენის გამო შეშფოთებულია
ჯო ბაიდენი სოციალური ქსელების დიდი გავლენის გამო შეშფოთებულია, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, „ფეისბუქის“ შესახებ გამოქვეყნებული მამხილებელი დოკუმენტები მიუთითებს, რომ სოციალური ქსელების რეფორმირება აუცილებელია.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა წარსულშიც არაერთხელ თქვა, რომ შეშფოთებულია სოციალური ქსელების დიდი გავლენის გამო და პროგრესის ნაკლებობით, ისეთი საკითხების გადაჭრაში, როგორიცაა სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციის გავრცელება ვაქცინების შესახებ, დეზინფორმაციის გავრცელება არჩევნების შესახებ“, – განცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.
ბოლო პერიდოში წამყვანი საერთაშორისო მედიასაშუალებები „ფეისბუქის“ მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ წერენ. როგორც ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, კომპანიის ათობით ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ „ფეისბუქის“ ხელმძღვანელი სიტყვის თავისუფლების პრინციპს სოციალური ქსელის აუდიტორიის ზრდის გამო უგულებელყოფდა. საპასუხოდ, კომპანია „ფეისბუქის“ დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ ხორციელდება კოორდინირებული ძალისხმევა „ფეისბუქის“ შესახებ ცრუ სურათის შესაქმენლად.