თეთრი სახლი ადასტურებს, რომ ბელარუსმა გაათავისუფლა სამი პატიმარი, რომელთა შორის ერთი ამერიკელია
თეთრი სახლი ადასტურებს, რომ ბელარუსმა გაათავისუფლა სამი პატიმარი, რომელთა შორის ერთი ამერიკელია

თეთრი სახლი ადასტურებს, რომ ბელარუსმა სამი პატიმარი გაათავისუფლა, რომელთა შორის ერთი ამერიკელია. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა განაცხადა.

„ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ ერთი ამერიკელის და ორი პირის უსაფრთხოდ გათავისუფლება“, – განაცხადა ლევიტმა.

თეთრ სახლში არ დაუსახელებიათ ბელარუსის მიერ გათავისუფლებული პირების ვინაობა.

„როიტერი“ წერს, რომ ბელარუსში პატიმრობაში კიდევ ერთი ამერიკელი რჩება. წყაროს თქმით, პატიმარი 47 წლის იურას ზიანკოვიჩია ტეხასიდან. ის 2021 წლის აპრილში მოსკოვში სადილობისას დააკავეს და ბელარუსში ჩუმად გადაიყვანეს, სადაც საიდუმლოდ გაასამართლეს და გადატრიალების მცდელობის ბრალდებით ციხეში ჩასვეს.

ბელარუსიდან პატიმრების გათავისუფლება მოხდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 3,5-წლიანი პატიმრობის შემდეგ ამერიკელი მასწავლებელი მარკ ფოგელი გაათავისუფლა. 63 წლის მარკ ფოგელი 2021 წლის აგვისტოში მოსკოვის აეროპორტში დააკავეს. მას თან ჰქონდა დაახლოებით 17 გრამი კანაფი, რომელიც, მისი ოჯახისა და ადვოკატის თქმით, ექიმის მიერ იყო გამოწერილი „ხერხემლის ძლიერი ტკივილის“ სამკურნალოდ.