„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრებმა ქუთაისში აქცია გამართეს

18:17, 10.12.2017

თბილისის პარალელურად, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრებმა აქცია ქუთაისშიც გამართეს.

აქციის მონაწილეები თეთრ ხიდზე შეიკრიბნენ და ნარკოპოლიტიკის შეცვლა მოითხოვეს.

აქციას პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ წევრები და სამოქალაქო აქტივისტები შეუერთდნენ.

„ხმაური გამარჯვებისთვის“,- ამ  სლოგანით „თეთრი ხმაურის მოძრაობისა“ და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მშვიდობიან საპროტესტო აქციას თბილისშიც მართავენ. 

აქცია ვარდების მოედანზე იმართება.

 

მსგავსი