„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ გადაწყვეტს, განახლდება თუ არა აქციები
„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ გადაწყვეტს, განახლდება თუ არა აქციები

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ საპარლამენტო უმრავლესობის ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ გადაწყვეტს, განახლდება თუ არა აქციები. ამის შესახებ ჟურნალისტებს მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა წიქარიშვილმა განუცხადა.

განცხადება წიქარიშვილმა მოძრაობის ოფისში გამართული თათბირის შემდეგ გააკეთა.

„მთელი დღეებია, თვალყურს ვადევნებთ ამ პროცესს და ვფიქრობთ, რომ პრობლემა გაცილებით უფრო დიდი, გაცილებით უფრო საფუძვლიანი და ღრმაა, ვიდრე არის შსს და მასთან მოლაპარაკებები. პრობლემა უკვე გავიდა დემოკრატიის საფრთხეზე, იმაზე, რომ პოლიტიკური სისტემა ხალხის წინააღმდეგ არის მომართული. ჩვენი მთავარი მიზანი და მთავარი გზავნილი მოსახლეობისთვის არის ის, რომ ისევ ვკონსოლიდირდეთ, გავერთიანდეთ და ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ძალაუფლება ეკუთვნის ადამიანებს, ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს“, – აღნიშნა წიქარიშვილმა.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის ხვალინდელ სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ნარკოპოლიტიკის რეფორმაა.