ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე უმრავლესობის დახურულ სხდომაზე ხვალ იმსჯელებენ
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე უმრავლესობის დახურულ სხდომაზე ხვალ იმსჯელებენ

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ხვალ გაიმართება, სადაც დახურულ ფორმატში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე იმსჯელებენ.

როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განუცხადა, საკითხზე მსჯელობა დღესაც იყო და ხვალაც გაიმართება.

დეპუტატი ფიქრობს, რომ უმრავლესობის სხდომას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უნდა დაესწროს.

„7 ივნისამდე ვადა გვაქვს, როცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა უნდა ჩატარდეს. ჩემი აზრით, სხდომას ბიძინა ივანიშვილი უნდა დაესწროს. ეს ერთ-ერთი საკვანძო თემაა, რომელიც პარტიამ, უმრავლესობამ, გუნდმა და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ერთად უნდა მიიღონ და ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პარტიის თავმჯდომარეა”, – აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

 

დატოვე კომენტარი