თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის საზღვარზე რუსეთის აგრესიის შესახებ მოსკოვის დეზინფორმაციის გამო შეშფოთებულია
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის საზღვარზე რუსეთის აგრესიის შესახებ მოსკოვის დეზინფორმაციის გამო შეშფოთებულია

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ყურადღებით აკვირდება აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და უკრაინის საზღვარზე რუსეთის აგრესიის შესახებ მოსკოვის დეზინფორმაციის გამო შეშფოთებულია. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

პრესსპიკერის თქმით, ანალოგიურ დეზინფორმაციულ კამპანიას აღმოსავლეთ უკრაინაში თავის აგრესიასთან დაკავშირებით რუსეთი წარსულშიც ატარებდა.

„ეს ფილმი უკვე ნანახი გვაქვს, როდესაც რუსეთი ატარებდა წარსულში დეზინფორმაციულ კამპანიას უკრაინის საზღვარზე თავის აგრესიასთან დაკავშირებით. ასე რომ, ეს ნამდვილად არის ის, რასაც ჩვენ ვაკვირდებით და რის გამოც შეშფოთებული ვართ. ჩვენ ამაზე კომუნიკაციას გავაგრძელებთ აქ და ასევე ჩვენს პარტნიორებთან ევროპაში“, – განაცხადა ჯენ ფსაკიმ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ხელისუფლება თავის საზღვრებთან რუსეთის ძალების მობილიზების შესახებ საუბრობს.