თეთრ სახლში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპი ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შედეგებს ცნობს
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპი ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შედეგებს ცნობს

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შედეგებს ცნობს. ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის პრესმდივანმა კეილი მაკენანიმ გააკეთა. მისი განცხადებით, ტრამპს სურს, რომ ფოსტით ხმის მიცემა მასობრივად არ მოხდეს.

„პრეზიდენტი მიიღებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შედეგს. მაგრამ, ვფიქრობ, ეს შეკითხვა „დემოკრატებს“ უნდა დაუსვათ, რომლებიც ამბობენ, რომ არ აღიარებენ შედეგებს. პრეზიდენტს სურს, რომ ფოსტით ხმის მიცემა მასობრივად არ ხდებოდეს და არა იმიტომ, რომ ეს რომელიღაც მხარეს აძლევს ხელს, არამედ ის დააზიანებს კანდიდატებს, რადგან ეს სისტემა თაღლითობის რისკს შეიცავს“, – განაცხდა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

მანამდე, დონალდ ტრამპმა უარი თქვა, ეპასუხა ჟურნალისტის კითხვაზე, ცნობს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს მარცხის შემთხვევაში.

ტრამპი ამტკიცებს, რომ ფოსტით ხმის მიცემის პროცედურა თაღლითობის საფრთხეს შეიცავს და აშშ-ის არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა შესაძლოა, სათუო გახდეს.