დონალდ ტრამპი – არსებობს იმის ალბათობა, რომ ირანი კიდევ ერთხელ დავბომბოთ, შესაძლოა, ეს ხვალვე გავაკეთოთ

01:49, 25.10.2026

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, არსებობს იმის ალბათობა, რომ ირანს კიდევ ერთხელ დაბომბავს.

მისივე თქმით, არ გამორიცხავს, რომ ეს „ხვალვე“ მოხდეს. ამასთან, ის არც ვაშინგტონსა და თეირანს შორის შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას გამორიცხავს.

„ამაზე ვფიქრობთ და შესაძლოა, ეს ხვალვე გავაკეთოთ. მართლა გგონიათ, რომ გეტყვით, ვაპირებ თუ არა ამის გაკეთებას? არსებობს იმის ალბათობა, რომ ირანს კიდევ დავბომბავ. ასევე არსებობს იმის ალბათობაც, რომ მივაღწიოთ კარგ, დიდებულ, შესანიშნავ შეთანხმებას. მათ სურთ შეთანხმების მიღწევა, მაგრამ პრობლემა ისაა, შეასრულებენ თუ არა ისინი ამ შეთანხმებას“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტი არც სამხედრო მოქმედებას გამორიცხავს და არც მოლაპარაკებებს. თუმცა, მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში გამარჯვებული აშშ იქნება.

„შეიძლება, მომიწიოს ამ საქმის ბოლომდე მიყვანა და საბოლოოდ დასრულება. ან იქნებ შეთანხმებას მიაღწიონ. დარწმუნებული არ ვარ. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ვიმარჯვებთ“, – აღნიშნა ტრამპმა.

მსგავსი