ადგილობრივი მედია – პარიზში დემონსტრაცია სრულად დაშლილია

00:50, 25.10.2026

პარიზში დემონსტრაცია სრულად დაშლილია, – ამის შესახებ ფრანგული მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.

პოლიციის პრეფექტურის ცნობით, დემონსტრაცია კურს დე ვენსენის მთელ მონაკვეთზე სრულად დაიშალა. მანამდე, მსვლელობის უკანა ნაწილში დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა.

„სახმელეთო დანაყოფების მხარდასაჭერად და არეულობის მონაწილეთა დარჩენილი ჯგუფების ადგილსამყოფლის დასადგენად ჟანდარმერიის ვერტმფრენი გაიგზავნა“, – განაცხადა იმავე წყარომ.

მისივე ინფორმაციით, დემონსტრაციის დასასრულს ადგილზე არეულობის 500-ზე მეტი მონაწილე იმყოფებოდა.

პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზის ყუმბარები გამოიყენა მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა სამართალდამცველების მიმართულებით სხვადასხვა საგნის სროლა დაიწყეს.

მსგავსი