თეთრ სახლში აცხადებენ, რომ დელტა შტამის გავრცელების გამო, აშშ-ში ახალ კარანტინს არ შემოიღებენ
ოფიციალური ვაშინგტონი კორონავირუსის დელტა შტამის გავრცელების გამო ქვეყანაში ახალი კარანტინის შემოღებას არ გეგმავს.
აღნიშნულის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ნათლად განვაცხადეთ, რომ საქმიანობის შეჩერებას აღარ ვგეგმავთ, ისევე, როგორც ეს 2020 წლის მარტში გავაკეთეთ. ეკონომიკას აღარ გავაჩერებთ. ეკონომიკურ სფეროში დიდი პროგრესი გვაქვს“, – აღნიშნა ფსაკიმ.
მისივე თქმით, ქვეყანაში ფედერალურ დონეზე სავალდებულო ვაქცინაციის დანერგვის აუცილებლობა არ განიხილება და განმარტა, რომ კონკრეტულ დამსაქმებელს უფლება აქვს, საკუთარი შეხედულებისამებრ მოითხოვოს დასაქმებულის ვაქცინაცია.