ტერეზა მეიმ ვლადიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის დროს რუსეთის საკითხი განიხილა
ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ უკრაინის არჩეულ პრეზიდენტთან, ვლადიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის დროს რუსეთის საკითხი განიხილა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისი იუწყება. როგორც ცნობილია, ტერეზა მეიმ ვლადიმირ ზელენსკის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამასთან, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის განმარტებით, დიდი ბრიტანეთი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძობს.
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართა. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ხმების სრულად დათვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ვლადიმირ ზელენსკიმ ხმების რეკორდული რაოდენობა, 73,22 პროცენტი დააგროვა.