ტერეზა მეიმ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადების დროს იტირა [ვიდეო]

ტერეზა მეიმ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადების დროს იტირა.

„ერთად ვდგავართ და ერთად გვაქვს დიდი მომავალი. ამ ქვეყანას ბევრი საამაყო აქვს და ოპტიმისტურად უნდა განვეწყოთ. ჩემთვის პატივი იყო ამ თანამდებობაზე ყოფნა. ვარ მეორე ქალი პრემიერ-მინისტრი და ცხადია, რომ არა ბოლო. მადლობელი ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა, მემსახურა ქვეყნისთვის, რომელიც მიყვარს“, – თქვა ტერეზა მეიმ სიტყვის დასასრულს და ემოცია ვერ შეიკავა.

ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს ტოვებს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა კონსერვატიული კომიტეტის ხელმძღვანელ გრაჰამ ბრედისთან შეხვედრის შემდეგ დღეს განაცხადა.

ტერეზა მეის განმარტებით, თანამდებობას 7 ივნისს დატოვებს, რის შემდეგაც ახალ პრემიერ-მინისტრს აირჩევენ.