ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი აცხადებს, რომ ბრექსიტის შემდეგ გადადგომას არ აპირებს. ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.
რამდენიმე დღის წინ ბრიტანული მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე მინისტრი მაისის ბოლომდე პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვს.
„დეკემბერში ძალიან მკაფიოდ განვაცხადე, რომ ჩემი მოვალეობა მხოლოდ ბრექსიტის განხორციელება არ არის“,- განაცხადა ტერეზა მეიმ.
გასული წლის ბოლოს ტერეზა მეიმ თქვა, რომ 2022 წლის საპარალამენტო არჩევნებში კონსერვატიული პარტიის ლიდერობას აღარ აპირებს.