ტერეზა მეი ბრექსიტის შემდეგ გადადგომას არ აპირებს
ტერეზა მეი ბრექსიტის შემდეგ გადადგომას არ აპირებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი აცხადებს, რომ ბრექსიტის შემდეგ გადადგომას არ აპირებს. ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.

რამდენიმე დღის წინ ბრიტანული მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე მინისტრი მაისის ბოლომდე პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვს.

„დეკემბერში ძალიან მკაფიოდ განვაცხადე, რომ ჩემი მოვალეობა მხოლოდ ბრექსიტის განხორციელება არ არის“,- განაცხადა ტერეზა მეიმ.

გასული წლის ბოლოს ტერეზა მეიმ თქვა, რომ 2022 წლის საპარალამენტო არჩევნებში კონსერვატიული პარტიის ლიდერობას აღარ აპირებს.