ტერეზა მეი - თუ დადასტურდა, რომ ქიმიური თავდასხმის უკან სირიის მთავრობა დგას, ასადმა და მისმა მოკავშირეებმა პასუხი უნდა აგონ
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სირიის ქალაქ დუმაში მომხდარ ქიმიურ თავდასხმას გამოეხმაურა.
ტერეზა მეიმ მომხდარი დაგმო და ბარბაროსული აქტი უწოდა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ სირიის ქალაქ დუმაში მომხდარი ქიმიური თავდასხმის უკან სირიის მთავრობა დგას, ბაშარ ასადმა და მისმა მოკავშირეებმა პასუხი უნდა აგონ.
„გაერთიანებული სამეფო მკაცრად გმობს ამ ბარბაროსულ აქტს და ქიმიური იარაღის გამოყენებას. ვთვლით, რომ აუცილებელია, დაუყონებლივ დადგინდეს, რა მოხდა შაბათს დუმაში. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ ეს ასადის რეჟიმის გაკეთებულია, მან და მისმა მოკავშირეებმა პასუხი უნდა აგონ“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
სირიელი მოხალისეების ინფორმაციით, 8 აპრილს ქალაქ დუმაზე მიტანილ იერიშს სულ მცირე 70 ადამიანი ემსხვერპლა.