ტერ შტეგენი ევროპის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებს ვერ დაეხმარება #1TVSPORT
ტერ შტეგენი ევროპის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებს ვერ დაეხმარება #1TVSPORT

გერმანიის ეროვნული გუნდისა და „ბარსელონას“ მეკარე ევროპის ჩემპიონატზე ტრავმის გამო ვერ ითამაშებს, – ინფორმაცია ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე თავად ტერ შტეგენმა გაავრცელა.

„გუშინდელი მარცხით იმედგაცრუებული ვარ (იგულისხმება მატჩი „სელტასთან“ 1:2).  ჩვენ ლა ლიგას უკვე ვეღარ მოვიგებთ, – წერს ტერ შტეგენი. – სეზონის რთული სტარტის შემდეგ ხასიათი გამოვავლინეთ და 19 მატჩი დაუმარცხებლად ჩავატარეთ, მაგრამ ასეთი ფორმის შენარჩუნება ვეღარ შევძელით.

კლუბის სამედიცინო სამსახურთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, რომ მუხლზე დამატებითი ქირურგიული ჩარევა გავიკეთო. ძალიან სევდიანი ვარ, რომ ამ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატზე გერმანიას ვერ დავეხმარები. პირველად მრავალი წლის შემდეგ ვიქნები ფანი სახლიდან, ვუგულშემატკივრებ ჩემს ქვეყანას და იმედი მაქვს, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ!“.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Marc ter Stegen (@mterstegen1)