თენგიზ შარამანაშვილი – აფხაზეთი ტრავმული მეხსიერება კი არ არის, ჩვენი სამშობლოა, არც ერთი ქართველი ამაზე მოქმედებას კი არა, ლაპარაკსაც არავის აპატიებს

11:45, 17.08.2026

მოღალატობრივი სიტყვაც ალალი იქნება  მათთვის, ვინც ასე აზროვნებს, ეს ტრავმული მეხსიერება კი არ არის, ეს ჩვენი სამშობლოა, ჩვენი სამშობლოს ნაწილი,  რაც შეეხება ყარაბაღთან მის შედარებას, ყარაბაღი არის და იყო აზერბაიჯანის ოფიციალური ტერიტორია, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციას აღიარებული  ჰქონდა, როგორც აზერბაიჯანის ტერიტორია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ ორი თემის ერთმანეთთან შედარება არ შეიძლება.

„ისევე როგორც გაერო-ს ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიად აქვს ნაცნობი და ერთი-ორი გამონაკლისი ქვეყნის გარდა საერთაშორისო საზოგადოება ასე ცნობს. ამის ერთმანეთთან შედარება როგორ შეიძლება? მინდა, ამ საცოდავებს ვუპასუხო, აფხაზეთი ტრავმული მეხსიერება კი არ არის, ჩვენი სამშობლო და მისი ნაწილია, უსამშობლოებო. როგორ შეიძლება თემაზე ლაპარაკი. თან როგორც ჩანს, მართლა ერთი ცენტრიდან იმართებიან, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები ამ საკითხზე აყაყანდნენ. უსამშობლოთა კოჰორტა აამუშავეს ამ უაზრო იდეის დასამტკიცებლად, მაგრამ ტყუილად ცდილობენ. ქართველებს ჩვენი სამშობლოს ტერიტორიებს თავიდან ვერავინ ამოუშვებს, ეს ზღაპარია. ძალიან კარგად ვხვდებით საითკენ მიჰყავთ საქმე და რის აპრობაციას ცდილობენ. ჩვენ რეაქციას უნდა დააკვირდნენ, ქართველ ხალხს ეს მოეწონება, არ მოეწონება თუ ხელს ჩაიქნევს. ვურჩევ, ასეთ ექსპერიმენტს საკუთარ თავს ნურავინ ჩაუტარებს. არც ერთი ქართველი ამაზე მოქმედებას კი არა, ლაპარაკსაც არავის აპატიებს“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის,​ ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა: „ფაშინიანით სინამდვილეში მაგიტომ ვარ აღფრთოვანებული, რომ მან შეძლო ტრავმების დამარცხება, რეალურად, ყარაბაღი ხომ ჩაბარება იყო? იყო ომი, გასაგებია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, სომხეთმა თქვა, რომ მომაშორეთ, წაიღეთ“.

მსგავსი